საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან.
საპროტესტო შეკრების მონაწილეების განცხადებით, კომპანიას 30 მილიონ
დოლარზე მეტი თანხა აქვს მეანაბრეებისგან მიღებული. აქციის
მონაწილეთა განმარტებით, უმეტესობას საფინანსო კომპანიაში ანაბრის
სახით 18 000 დოლარამდე თანხა აქვთ შეტანილი.
მეანაბრეების ნაწილი კუთვნილი თანხის მთლიანად დაბრუნებას
ითხოვს. მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა
პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადებაც დაწერეს.საფინანსო კომპანია
„საქართველო“ ფინანსურ ბაზაზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს.