სიახლეები
შსს-ს ახალი პროექტი -"უსაფრთხო ქვეყანა"
დანაშაულის პრევენციის, მომხდარ
დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და
უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, შსს-მ ახალი
პროექტი - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“
დაიწყო. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების
როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. პროექტს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს, ახალი
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური
პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი
ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების
ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული
კამერების უწყვეტი მონიტორინგი.