სიახლეები
დაკავება თაღლითობის ფაქტზე

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული  მოქალაქეს თავისი ახლობლის, რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩააატარეს.

 

Print