სიახლეები
რუსეთის ტურიზმის სააგენტოს გაფრთხილება
რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო
რუსულ ტუროპერატორებს მოუწოდებს , ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ. როსტურიზმის ამ მოწოდებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით  უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით არ დაიშვება. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ  საქართველო ტურისტებისთვის  ერთ- ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, პრობლემების შემთხვევაში კი რუსი ტურისტების უსაფრთხოებისთვის  საქართველოში შვეიცარიის საელჩოში  რუსეთის ინტერესთა სექცია მუშაობს.რუსეთის ტურიზმის ფედერალურ სააგენტოში  აღნიშნავენ, რომ  დიპლომატიური ურითერთობების არარსებობის გამო, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გაწევა  რთულია.
Print