სიახლეები
გამოხმაურებები ბაღში იმიტირებული ''ქორწინებაზე''
სააღმზრდელო პროცესის ამგვარად წარმართვა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში ქორწილის იმიტირებულ ცერემონიას. ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვების მონაწილეობით ქორწილის დადგმა პროგრამის ნაწილია, თუმცა აღმზრდელმა ინსტრუქცია არასწორად გაიგო, სააგენტო დღეს აღმზრდელისთვის საყვედურის გამოცხადებაზე მსჯელობს. თბილისის მერმა კი მომხდარს კატეგორიულად მიუღებელი უწოდა.


Print