საფინანსო კომპანია საქართველოს
მიერ დაზარალებული მეანაბრეები
როგორც მეანაბრეების წერილშია აღნიშნული, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამ შესაძლოა სოციალური აფეთქება გამოწვიოს. მოთხოვნას ხელს 2568 მეანაბრე აწერს.
საქმის გამოძიების და მეანაბრეების უფლებების დაცვის მოთხოვნით, სასამართლოს და საქართველოს მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა“.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა მოთხოვნით საფინანსო კომპანიას და მის კუთვნილ უძრავ ქონებას სასამართლომ უკვე დაადო ყადაღა.