
სატელევიზიო ეთერებში ამიერიდან  მუსიკის მონიტორინგი სპეციალური
კომპიუტერული პროგრამით განხორციელდება.
ესპანური კომპანიის ბი-ემ-ეი-თის
პროგრამა  VERISAT-ი უზრუნველყოფს როგორც  სატელევიზიო
ეთერებში გასული მუსიკის საერთო ხანგრძლივობის დადგენას, ასევე
მუსიკალური ნაწარმოებების იდენტიფიცირებას. ესპანური კომპანიის
მონიტორინგის ეს  პროგრამა მსოფლიოს 50 ქვეყანაში 
წარმატებით  გამოიყენება.