საპარტნიორო ფონდმა ,,სტარტაპ
საქართველოს’’ პროექტში პირველი კონკურსის გამარჯვებულების
დაფინანსება დაიწყო.დაფინანსდა
დაფინანსებულ პროექტებს შორისაა „ავტომობილების
პარკირება ვერტიკალურ სივრცეში“; „დეკორატიული ფილების და კერამიკული
სივრცული აგურის წარმოება/რეალიზაცია“; „ინოვაციური დეკორატიული
აგურის წარმოება“; კლინიკა ონლაინ“; Tripplanner; Wingo; Georgian
Toys Factory; CARGOHUB.
თითოეული პროექტი 100 000 ლარის
ფარგლებში დაფინანსდა. საპარტნიორო ფონდი ახალი ბიზნეს
პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას კვლავაც განაგრძობს.