სიახლეები                                                                                                                
                    
                
                                        
                                                დაკავება ქურდობის ბრალდებით                                     
            
        
          	
                        
            
             
                        
            
                                
                 შსს-მ ქურდობის ბრალდებით 6
 პირი დააკავა.
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 6
 პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ
დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და
ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში ქურდობის 6 ფაქტი ჩაიდინეს.
ბრალდებულებმა გაქურდეს სასურსათო მაღაზიები და სწრაფი ჩარიცხვის
აპარატები. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნინოწმინდის
რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის
საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ბანკის
სერვისცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები
მოიპარეს. ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.