სიახლეები
ზოოპარკს ახალი ცხოველები შეემატა

თბილისის ზოოპარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა.

საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა საჩუქრად 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ გამოაგზავნა. ცხოველები 7 ნოემბერს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად, ჯამში, 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების, აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.

 

Print