სიახლეები
ლევან იზორიას ანგარიში
ინსტიტუციური რეფორმა, საბრძოლო მზადყოფნის ახალი პოლიტიკა და ოპტიმიზაცია.
თავდაცვის მინისტრმა განსახორციელებეილი რეფორმებიდან სწორედ ეს სამი მიმართულება გამოყო. ლევან იზორიას თქმით, ოპტიმიზაცია შეეხება  გენერალური შტაბს, სახმელეთო ჯარებს, ავიაციასა და საჰაერო თავდაცვას,ასევე  სამხედრო პოლიციას, ლოჯისტიკურ დანაყოფებს და საშტატო წოდებრივ მიმართულებებს.

იგეგმება დეტარტამენტების შეკვეცა და მათი ფუნქციების სხვა განყოფილებებზე გადანაწილება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალურად მიღწევის თვალსაზრისით აუცილებელია უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება. ლევან იზორიამ შესრულებული სამუშაოების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე შემუშავებულია უსაფრთხოების ინსტუქციები, რომლის მიხედვითაც სამთო და საპარაშუტო, ასევე მებრძოლ მყვინთვთა წვრთნები გაიმართება.

Print