სიახლეები
ლევან იზორიას ანგარიში
100 დღიანი მუშაობის შედეგი.
ლევან იზორიამ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა.  სამხედრო გაწვევა აღდგება, ამბობს იზორია და  განმარტავს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შედეგად მიიღო.

მინისტრის თქმითვე, საქართველოში საზღვაო ფლოტის შექმნის რესურსი არ არსებობს და ეს უნდა ჩანაცვლდეს სხვა კომპონენტით, როგორიცაა სანაპირო დაცვა. თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ  შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ დიკუსიაში საქართველო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და ამ საკითხზე სასაუბროდ ჩვენს ქვეყანაში, ნატო საქართველოს კომისიის სხდომაც ჩატარდება.

Print