სიახლეები
სამთავრობო ცვლილებები
ქვეყანას ახალი პარლამენტის პარალელურად, ახალი მთავრობაც ეყოლება.
პრემიერი ამბობს, რომ ცვლილება ძალოვან მინისტრებს არ შეეხებათ, თუმცა კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობაში ცვლილებები იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობებებს ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ხადური და ჯავახიშვილი დაემშვიდობებიან. ასევე არ დასტურდება, თუმცა საუბრობენ კულტურის მინისტრის შესაძლოა ჩანაცვლებაზეც. ამ თანამდებობას, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ია მაქაცარია დაიკავებს.  შეიცვლება ევრო სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძეც, რადგან ის, სქმიანობას ამერიკაში, საქართველოს ელჩად განაგრძობს.
Print