სიახლეები
საპარლამენტო თანამდებობები განაწილებულია
უკვე ცნობილია მეცხრე მოწვევის
პარლამენტის კონფიგურაცია.
საპარლამენტო თანამდებობები “ქართული
ოცნების” წევრებზე უკვე გადანაწილდა. მმართველმა პარტიამ, ძირითადი
აქცენტი ახალ სახეებსა და დამწყებ პოლიტიკოსებზე გააკეთა. ამ დრომდე
გაურკვეველია ორი კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობა. ადამიანის უფლებათა
დაცვის და სპორტის საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელების
კანდიდატურები ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.