
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო
სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს.
განცხადება თავდაცვის მინისტრმა
გააკეთა. ლევან იზორიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება
რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგია. მინისტრის თქმით,
სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული ფორმით აღდგება.
კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და
ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება კი
50 ლარამდე გაიზრდება. შეგახსენებთ თავდაცვის ყოფილი
მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,
თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა
შეაჩერა.