პროსტეტის მე-6 დღე
ზვარეში.
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე“ ბიუროს ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. მუშების ერთადერთი მოთხოვნა ჩინური კომპანიის ადმინისტრაციის საქმიანობის შეჩერებაა. დასაქმებულები დამსაქმებლების მხრიდან არადამიანურ სამუშაო პირობებზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ ჩინური კომპანიის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 1-ელ ნოემებრს მოხდა, ინცინდენტის შედეგად 10-მდე მუშა დაშავდა, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.