ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა. ხათუნა სამნიძის თქმით, ეროვნული კომიტეტი უფლებამოსილმა პირებმა შეავსეს და პარტიას ახალგაზრდა წევრები შეემატნენ. ხათუნა სამნიძის თქმით, ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებამდე მათ რთული გზა გაიარეს. მისივე თქმით, განცხადებას პარტიის მთავარი პრინციპებისა და პრიორიტეტების შესახებ უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.