სიახლეები
სამთავრობო ცვლილებები - შეფასებები
მეცხრე მოწვევის პარლამენტის
კონფიგურაცია უკვე ცნობილია
და საპარლამენტო თანამდებობებიც
"ქართული ოცნების" წევრებზე უკვე გადანაწილებულია. როგორც გაირკვა
მმართველმა პარტიამ, ძირითადი აქცენტი ახალ სახეებსა და დამწყებ
პოლიტიკოსებზე გააკეთა. ამ დრომდე გაურკვეველია ორი კომიტეტის
თავმჯდომარის ვინაობა. ადამიანის უფლებათა დაცვის და სპორტის
საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელების კანდიდატურები ცნობილი
უახლოეს მომავალში გახდება. გარდა ამისა,კონსულტაციები ისევ
მიმდინარეობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პორტფელების
გადასანაწილებლად.