სიახლეები
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი
ეწვია.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს
გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და საგარეო
საქმეთა მინისტრთან. ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის
შემდეგ, დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი
პრესკონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში ჯენტილონი ასევე ეწვევა
იუსტიციის სახლს, და გაეცნობა საქართველოს რეფორმებს სახელმწიფო
სერვისების სფეროში.