ეკა ბესელიას მონოგრაფიული ნაშრომის
„ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“
პრეზენტაცია გაიმართა.
მონოგრაფია, რომელიც სადოქტორო დისერტაციის მასალების საფუძველზე
მომზადდა, რეკომენდაციების გრძელ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც
საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის
მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად
წარედგინა.