სიახლეები
მინიმალური ხელფასის განსაზღვრა
საქართველოში კერძო სექტორში კანონით
გათვალისწინებული სახელფასო მინიმუმი უნდა გაიზარდოს
სახალხო დამცველის აპარატმა და
პროფკავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით,
ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი გააკეთა. საქართველოს
კანონმდებლობით სახელფასო მინიმუმი კერძო სექტორში 20 ლარით არის
განსაზღვრული. ომბუდსმენი და გაერთიანებული პროფკავშირები სახელმწიფო
და კერძო სექტორს რეკომენდაციებით მიმართავენ.