სიახლეები
პოლიტიკოსების საარჩევნო პლაკატები
არჩევნები დასრულდა, თუმცა ამომრჩეველი არჩეულის ფოტოებს და საარჩევნო ნომერს  თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხვდება.
პოლიტიკოსებს როგორც წესი ავიწყდებათ რომ, საინფორმაციო პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავება მათი კანონიერი ვალდებულებაა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო პლაკატები, არჩევნებიდან 15 დღეში უნდა ჩამოხსნან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფინანსური ჯარიმა დაეკისრებათ. პარალელურად, ქალაქის ქუჩების დასუფთავებაზე პასუხისმგებელი, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი თბილისერვის ჯგუფია, რომელმაც დასუფთავების სამუშაოები უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა,  პოლიტიკური სუბიექტები  ვალდებულებების შესრულებისგან თავს იკავებენ და ქუჩებში სააგიტაციო მასალებს კვლავ ჭარბად ვხვდებით.

Print