სიახლეები
გიგი უგულავას მიმართვა
აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს.

ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი,ს გიგი უგულავას ღია წერილშია ნათქვამი, რომლითაც ის თანაპარტიელებსა და მხარდაჭერებს მიმართავს. გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს პარტიას ახალი, არამედ ისიც მზადაა, რომ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს,.

გავრცელებულ მიმართვაში უგულავა აღნიშნავს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. უგულავა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” გაურკვევლობასა და დაბნეულობას ასხივებდა.

Print