როგორ
გადანაწილდება
პარლამენტში
საკომიტეტი თანამდებობები
ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართა.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა,
საპარლამენტო კომიტეტების დაკომპლექტების საკითხი საბოლოოდ „ქართული
ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება, რომელიც უახლოეს დღეებში
გაიმართება. მისივე თქმით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა,
სავარაუდოდ, 19 ნოემბერს გაიმართება და პარლამენტის დაკომპლექტების
საკითხიც უკვე სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა.
მოხდება პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების
არჩევა. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, გიორგი კახიანის
ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატურა,
რომელიც განიხილება, ირაკლი კობახიძეა.