2013-2016 წლებში ზესტაფონში აშენდა 5 და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15 ბაგა-ბაღს. ზესტაფონის ბაგა-ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებში ზესტაფონში მცხოვრები 2100-მდე აღსაზრდელი დადის.