სიახლეები
ზაქარეიშვილის განცხადება
ყოფილი რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი პარტიიდან მისი წასვლის მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს. 
მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი მასსა და "რესპუბლიკური პარტიის" სხვა წევრებს შორის ის სტრატეგია იყო, რომლითაც პარტიას კოალიციაში ყოფნისას  უნდა ემოქმედა.
ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ მისი პოზიცია იყო “რესპუბლიკური პარტია” მეორე სახელისუფლებო პარტია ყოფილიყო  და არა ოპოზიცია, როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ის უმცირესობაში აღმოჩნდა, თუმცა მისივე თქმით, არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" მარცხმა მისი პოზიციის სისწორე დაადასტურა.
Print