სიახლეები
კობახიძის განცხადება
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა კომენტარებმა ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა უკვე დაკარგა.
ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით  რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა და ის შედეგებს არ აღიარებს.

Print