სიახლეები
ციტრუსი - ექსპორტი 2016
ციტრუსის სეზონისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
,,ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქობულეთში ფორუმი ,,ციტრუსის ექსპორტი 2016’’ გაიმართა. ფორუმს აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

ფორუმზე მიმდინარე წელს ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა ციტრუსის წარმოება-გადამუშავების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფის და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხებზეც იმსჯელეს.

Print