ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 195 საჩივარია რეგისტრირებული. როგორც ცესკოში გაბნმარტავენ, საჩივრების უმეტესობა ტექნიკურ-პროცედურულ საკითხებს შეეხება, ხოლო მოთხოვნათა უმრავლესობა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებაა.
საოლქო საარჩევნო კომისიები, არაუგვიანეს მე-11 დღისა, შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში, ხოლო ცესკო არჩევნებიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს.