სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია

არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.

ეს განცხადება დღეს უჩა ნანუაშვილმა გააკეთა. სახალხო დამცველის წარმომადგენლები გუშინ 450-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებოდნენ. ომბუდსმენის  განმარტებით,  მზადდება სპეციალური ანგარიში, რომელშიც აისახება შესაბამისი რეკომენდაციები.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ისეთ დარღვევებს, რომლებსაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე, ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზოგადად არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.  ევროკავშირის ელჩი საქართველოში კი საერთშორისო მონიტორების დასკვნას ელოდება.  იანოშ ჰერმანი  აცხადებს რომ შემაჯამებელ განცხადებას სწორედ ამის შემდეგ გააკეთებს.

 

Print