შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ არჩევნების შედეგები არ უნდა აღიაროს. შრომის პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ კენჭისყრა ზეწოლისა და ამომრჩეველთა დაშინების, ასევე მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობდა რაც თავისთავად მისი შედეგების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს.