სიახლეები
ბურჯანაძის განცხადება
ნინო ბურჯანაძე არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობს.
„ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე,  მმართველ გუნდს საკუთარი და სხვა ოპოზიციური პარტიების ხმების მითვისებაში ადანაშაულებს და საქართველოში სამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ,  სტრასბურგის  ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.  ბურჯანაძის თქმით,  „ქართული ოცნების“ ქმედებები  არჩევნების გაყალბებსასა და მანიპულირებაზე მიუთითებს და აღნიშნა, რომ  ბიულეტენების გაყალბებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება სწორედ ამის დასტურია.
Print