სიახლეები
არჩევნების მეორე ტური - სამეგრელო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები

"ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში 72-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა მოხდა.

პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით.  საარჩევნო კონვერტებში ის ბარათები იყო ჩალაგებული, რომელიც ამომრჩევლის უფლებებს არღვევს და მისი ხმის  კონფიდენციალურობას საფრთხეს უქმნის.

მმართველ გუნდში კი, ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ  თითოეული ამგვარი განცხადება ყოველგვარ მტკიცებულებასაა მოკლებული.

Print