სიახლეები
''პატრიოტთა ალიანსი'' ცესკო-ს წინააღმდეგ
პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია“ 
ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.  როგორც ”პატრიოტთა ალიანსში” განმარტავენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად 10 ეკუთვნით.  პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.
Print