სიახლეები
პირველი თოვლი თუშეთში
თუშეთში მოსული თოვლის გამო გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დილიდან აიკრძლა
თოვლის საფარი აბანოს უღელტეხილზე 60 სანტიმეტრს აღწევს, სოფელ ომალოში კი 15 სანტიმეტრს აღემატება. თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, თოვლის გამო დარჩენილები არიან დაცული ტერიტორიების თანამშრომლები, ადგილობრივები , საქონლის და ცხვრის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ლადო კახოიძე მოქალაქეებს გადაადგილებისკენ თავის შეკავებას უჩევს. თუშეთში ახლაც თოვს. რაც შეეხება გომბორის უღელტეხის აქ მცირე ნალექი მოვიდა, თუმცა საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილება ამ ეტაპზე თავისუფალია.
Print