საფოსტო სფეროში გატარებული ფართომასშტაბიანი ინოვაციური რეფორმების შედეგად, საქართველო, გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციის - მსოფლიო საფოსტო კავშირის საბჭოების წევრ სახელმწიფოდ და ასევე ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს. გადაწყვეტილება სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო საფოსტო კავშირის 26-ე კონგრესზე მიიღეს.