სიახლეები
ცესკო-ს ბოლო მონაცემები - მეორე ტური რამდენიმე ოლქში გაიმართება

ცესკოს ბოლო მონაცემებიით, პარტიათა ბარიერ გადალახული სამეული ამ დრომდე უცვლელია.

 

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ბოლო მონაცემებით , საარჩევნო უბნებიდან შემოსული ოქმების 99, 95%  - პროპორციული წესით არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება: - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”3.45 %. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”    3.53 %.   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 27.12 %. „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები”1.55 %. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”5 %.  „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”3.13%. „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”4.62 %. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”48.65 %. დანარჩენ  საარჩევნო სუბიექტებზე მიღებული ხმების დაახლოებით 3 % ნაწილდება.

 

Print