სიახლეები
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი
ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა. ალიანსი რომ გაფართოებას განაგრძობს ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა თბილისში განაცხადა.

ნატო-საქართველოს კომისიის ორდღიანი სხდომა დღეს გაიხსნა, რომელიც ნატო საქართველოს პრაქტიკული თანაშრომლობის საკითხებს  და პოლიტიკურ კონსულტაციებს დაეთმობა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები, საქართველოს მეოთხედ ესტურნენ, რაც ალიანსისა და არაწევრი ქვეყნების ურთიერთობებში უპრეცედენტო შემთხვევაა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც  პრემიერ მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა გამართეს.

კითხვა მაესტროს ჟურნალისტმა დასვა. ნანუკა იორდანიშვილმა აქცენტი ორი მიმართულებით გააკეთა: შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება და საქართველოს ჩართულობა ამ პროცესში.

ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და გამოცდა, რომელიც საქართველომ უნდა ჩააბაროს-რამდენად მზად არის ქვეყნა დემოკრატიის მორიგი ტესტისთვის.

Print