სიახლეები
დემურ სტურუას საქმე

სამტრედიის რაიონ სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახი პრეზიდენტს მიმართავს.

სოფლის მოსახლეობა კი რაიონული პოლიციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

22 წლის ახალგაზრდას  გარდაცვალებიდან ათ დღეზე მეტი გავიდა, ოჯახი ახალგაზრდა ბიჭის მიერ გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში ნახსენები სამართალდამცველის დასჯას, ამ დრომდე ითხოვს.

ადგილობრივები კი სამართალდამცველების მხრიდან გახშირებულ სისტემურ გადაცდომებზე საუბრობენ.

 

Print