სიახლეები
სამძებრო სამუშაოები გონიოში გრძელდება
ორ დაკარგულ სამხედრო უკვე მესამე დღეა  უშედეგოდ  ეძებენ.

ორ  დაკარგულ   სამხედროს   უკვე მესამე დღეა  უშედეგოდ ეძებენ,    მაშველები გვიან ღამით უამინდობის  გამო რამდენიმე საათი სამძებრო სამუშაოებს ვერ ახორციელებდნენ, თუმცა ამ დროისთვის რვა მაშველი უკვე ზღვაში იმყოფება და ძებნას განაგრძობს.

სამძებრო სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახურიც მონაწილეობს .

სამძებრო  ღონისძიებების მიმდინარეობას  საქართველოს პრეზიდენტი   და   თავდაცვის მინისტრი   ადგილზე  პირადად გაეცნენ.

Print