სიახლეები
ტრისტან წითელაშვილის განცხადება

სააკაშვილი სისხლისღვრისთვის ემზადება. სკანდალურ ინფორმაციას, გენერალი წითელაშვილი ავრცელებს.

 

 

ის ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების სავარაუდო გეგმას ჟურნალისტებს აცნობს.
წითელაშვილის ცნობით, ექსპრეზიდენტი პარტიულ ოფისის განთავსებას  ხოფაში გეგმავს და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, სწორედ იქ უმასპინძლებს

 

პარტია „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერი, ტრისტან წითელაშვილი მიხეილ სააკაშვილს, რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბათუმში ექვსი უკრაინელი მებრძოლია ჩამოყვანილი, მათ სახელებს და გვარებს ის არ ასახელებს. წითელაშვილი ამბობს, რომ ე.წ ბანდფორმირებებს აჭარაში,  ლევან ვარშალომიძე ხელმძღვანელობს.

 

Print