სიახლეები
ირმა ინაშვილის სკანდალური დაანონსება

ირმა ინაშვილი სკანდალური კადრების შემდეგ სკანდალური ინტერვიუს გასაჯაროებას აანონსებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ამბობს, რომ მას აქვს ციხის ყოფილი თანაშრომლის აღიარება თუ როგორ  აწამებდა მსჯავრდებულებს 

გამოქვეყნების ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია რას უკავშირდება სკანდალური ინტერვიუ. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ამბობს, რომ ციხის ყოფილი თანამშრომლის ერთგვარ აღიარებას გაასაჯაროვებს.

სადაც წინა ხელისუფლების დროს ციხის ადმინისტრაციის მითითებით პატიმრებზე ზეწოლაზეა საუბარი. როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, მსჯავრებულების იდენტიფიცირება არ მოხდება.

დაანონსებული ინტერვიუს შინაარსის ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას მოითხოვს.

 

Print