კანდიდატები პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ წარადგინა.
„ეროვნული ფორუმის“ სახელით საბურთალოს მე-5 ოლქში კენჭს რევაზ შავიშვილი იყრის, ვაკის მეორე ოლქში გამარჯვებისთვის გიორგი ხეჩინაშვილი იბრძოლებს, ნაძალადევის მე-19 ოლქში კენჭს თემურ მაისურაძე იყრის. ანი მიროტაძე ჭიათურის 56-ე ოლქში იქნება წარდგენილი, გლდანის 22-ე ოლქში კენჭს დავით დარახველიძე იყრის, გორის 42-ე ოლქში კი სოსო ვახტანგიშვილი.
კახა შარტავას განცხადებით, „ეროვნული ფორუმი“ 19 აგვისტოს აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.