სიახლეები
დემურ სტურუას საქმე
22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლობა პოლიციური ტერორის დასასრული უნდა გახდეს.

ასეთია არასამათავრობო ორგანიზაციების პოზიცია რომლებიც მეათე დღეა ობიექტურ და დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

სამხარეო პროკურატურაში უკვე დაიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, დაკითხვაზე იმყოფებოდა ის პოლიციელიც, რომელზეც თვითმკვლეობამდე დემურ სტურუა დატოვებულ წერილში საუბრობდა.

დაანონსდა ფართომასშტაბიანი აქცია სამტედიის პოლიციის შენობასთანაც. შაბათს მოქალქეები რამდენიმე საკითხთან  ერთად სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

Print