სიახლეები
''ოცნების'' მაჟორიტარები თბილისში

პრემიერ-მინისტრმა თბილისში  „ქართული ოცნების“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატებს შორის არიან პარტიის ახალი სახეები.

გიორგი კვირიკაშვილმა, მაჟორიტარობის კანდიდატებს გამარჯვება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მომავალ პარლამენტში ახალი ინიციატივებით მუშაობას შეუდგებიან.
თავად კანდიდატებს, კონკრეტული მიმართულებები აქვთ არჩეული, რომლებზეც დეპუტატის მანდატის მოპოვების შემთხვევაში ყურადღებას გაამახვილებენ.

რაც შეეხება მთაწმინდის ოლქს, აქ „ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე  უარი თქვა.

გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილს, მმართველი პარტია კონკურენციას არ გაუწევს.

 

Print