სიახლეები
საპარლამენტო ბიუროს ჩაშლილი სხდომა

ნინო ბურჯანაძემ კანონმდებელთა დღის წესრიგი შეცვალა,უმრავლესობამ კი თავმჯდომარე დააბნია.

,,გაერთიანებული დემოკრატების“  საარჩევნო ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მოქმედმა თავმჯდომარემ საფრთხედ აღიქვა და უბლოკობას ბლოკობა დაუპირისპირა.

ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო მართალია ჩაიშალა , თუმცა 17 აგვისტოს განმეორებით ჩაინიშნა.

17 დეპუტატის ნაცვლად, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით,  9 დეპუტატი მივიდა.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი  ბიუროს სხდომაზე დასასწრებად არ გამოჩენილან.

რატომ ცდილობს ბურჯანაძე ამომრჩევლის გულის მოგებას სხვა რიტორიკით, რომელიც დასავლეთს გვაშორებს და პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით  მავთუხლართებს გვაახლოვებს.

Print