შეიცავს თუ არა „ცენტრისტების“ პოლიტიკური რეკლამა სამართალდარღვევას?
საკითხს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უკვე სწავლობს.
გადაწყვეტილების მისაღებად თამარ ჟვანიას სულ 30 დღიანი ვადა აქვს. საჩივრით მას არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“, მეორე სარჩელიც მოამზადა სააპელაციო სასამართლოსთვის, რომლის მიხედვითაც იურისტები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მეორე ინსტანციას, ბედუკაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას სთხოვენ.
„ცენტრისტებისთვის“ საქმიანობის აკრძალვას, დეპუტატებიც ითხოვენ და შესაბამისი დოკუნტებით საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავენ.