სიახლეები
სტურუას საქმე და არასამთავრობოების მოთხოვნა

არასამთავრობო სექტორი  ნარკოპოლიტიკისა და პოლიციური სისტემის რეფორმის მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს.

დემურს სტურუას ოჯახის წევრებს, სამტრედიის პროკურატურაში  რამდენიმე საათი კითხავდნენ. სამართალდამცველები იმ წერილით დაინტერესდნენ, რომელიც 22 წლის ახალგაზრდამ სავარაუდოდ თვითმკვლელობამდე დაწერა, თვითმკვლელობის მიზეზად კი კონკრეტული პოლიციელის მხრიდან ზეწოლა დაასახელა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის შემდეგ, ქართული ნარკოპოლიტიკის თემა კიდევ ერთხელ გააქტიურდა.

38 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის და პოლიციური სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებს.

22 წლის დემურ სტურუა  სამტრედიის რაიონ სოფელ დაფნარში გარდაცვლილი იპოვეს. მან სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო.

ოჯახი იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, რომლის მხრიდან ზეწოლაზეც სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში მიანიშნა. სამართალდამცველს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდა-ის დაკავებული არ არის.

Print