სიახლეები
პაატა ბურჭულაძის პარტია 80 წევრმა დატოვა
პაატა ბურჭულაძეს  ყოფილი თანაგუნდელები "ნაციონალურ მოძრაობასთან"  თანამშრომლობაში   ადანაშაულებენ.

ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გუნდიდან წავიდა და როგორც თავად ამბობს, მსოფლიო ბანს 80 მხარდამჭერი გაემიჯნა.

ამ მიზეზის გარდა “სახელმწიფო ხალხისთვის” უკვე ყოფილი წევრები არასახარბიელო სამუშაო პირობებსა  და  სახელფასო დავალიანებაზე საუბრობენ. პარტია ბრალდებებს  კატეგორიულად უარყოფს.

"სახელმწიფო  ხალხისთვის" განმარტავს, რომ პარტიიდან საკუთარი ნებით არავინ წასულა. გუნდს მხოლოდ 7 წევრი გამოაკლდა ისიც ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით- მათი "ქართულ ოცნებასთან" კავშირის გამო.

პოლიტიკურ მოძრაობაში  აცხადებენ რომ     სახელმწიფო  ხალხისთვის დაშლა  გამორიცხულია.

ხობის ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი კი, შეთავაზების შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

Print