სიახლეები
გოთუას ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა
რამ გამოიწვია გოთუას 12 ნომერში კლდის ნაწილის ჩამოშლა - ამ დრომდე უცნობია.

თბილისის მერის განმარტებით, შესაბამისი დასკვნა უახლოეს დღეებში მომზადდება. დავით ნარმანია ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიცა და თუ პროცესში რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, შესაბამისი პირები შესაძლოა პასუხისგებაში მიეცენ.

Print